ვრცელდება ინფორმაცია, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” ირაკლი ჩიქოვანმა, ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვეს, თუმცა ამაზე ოფიციალური განცხადება პარტიის ლიდერებს ჯერ არ გაუკეთებიათ.
არსებული ინფორმაციით, ოთხივე მათგანი "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას გეგმავს, თუმცა, ფაქტს უარყოფს პარტიის აღმასრულებელი მდივანი მდივანი და ამბობს, რომ ისინი ამ დრომდე თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრებად რჩებიან.
„ისინი რჩებიან გამგეობის წევრებად და ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ კონსულტაციებს თუ როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ ფუნქციონირება. მე, როგორც თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი, გამოვრიცხავ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას უმრავლესობასთან. შემდგომ უკვე მომავალში, თითოეული ადამიანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა“, _ განაცხადა თამარ კეკენაძემ.
გუშინ თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ამავე თემაზე: "გავდივარ პოლიტიკიდან" – ალასანიამ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა