"ობიექტურად თუ შევხედავთ, ივანიშვილი ყველაზე სწორად აფასებს მიშა სააკაშვილია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თუ არა" _ წერს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე.
ხელხეულიძე ამბობს, რომ მის დუმილს ობიექტური გარემოებების პატივისცემა განაპირობებს:
"ივანიშვილი არასდროს არ ერთობა სიტყვების თამაშით _ "დამფუძნებელი კი არის,მაგრამ სხვასაც ბევრი აქვს გაკეთებული", "რას იზამდა მიშა, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით", "მომიგებდნენ, ის რომ მიტინგზე არ ჩართულიყო" და ა.შ
ჩემი გადმოსახედიდან, აი, სულ ფეხებზე ვკიდივართ ერთად აღებული ყველა, თუ სააკაშვილის სუნთქვა, თუნდაც დნეპრს მიღმა ესმის. იმ დახლიდარმა ზუსტად იცის, ვის უნდა დაუმიზნოს.
იმასაც კარგად გრძნობს, სანამ ჩვენ ამომრჩევლის გაზრდის და შემცირების მეცნიერულ ანალიზზე ვმსჯელობთ, ის სამიზნე სადამდე მოყვება წესების გარეშე ბრძოლაში. წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, გაყალბებული არჩევნების შედეგები მიშას დავაბრალოთ, ვიდრე მისი ბინძური მაქინაციები ვამხილოთ.
დარწმუნებულია, ამ ვნებების დაცხრომაში, კიდევ უფრო უახლოვდება მთავარ სამიზნეს. ვერ ვიტყვი, რომ ცდება, ჩემდა სამწუხაროდ, სწორად აღიქვამს ამოცანის სირთულეს.
ისიც კარგად იცის, რომ მიშა ჩამოსასვლელი კი არ არის, გამოსახსნელია მისი ტყვეობიდან. მერე რა, რომ ბევრი გაუტეხელი დატყვევებული ადამიანის ციხის გასაღები ჯიბეში უდევს, მთავარია მისი განადგურების რეალურ საფრთხეს დააჭედოს ტყვია..
ჰო და,ამ ვერაგს ნარატივში ვერ გავყვები, ვცდილობ თავშეკავებული ვიყო და ძალიან რბილად გადმოვცე ჩემი წუხილები, ვუფრთხილდები ყველას, ვისაც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ვხედავ.
გამოგიტყდებით, რომ ჩემი და ჩემმნაირების დუმილს ის კი არ განაპირობებს, რომ სათქმელი არ გვაქვს, ან წერა გვეზარება, არამედ პატივს ვცემთ ობიექტურ გარემოებებს.
თქვენც იგივესკენ მოგიწოდებთ, განსაკუთრებით, ნეკროლოგების წერაში გაწაფულ აქტივს.
პატივისცემით,"ნაციონალურ მოძრაობას" "მიტმასნილი" სააკაშვილის ლიდერად აღმქმელი, _ წერს ეკა ხერხეულიძე.