კომპანია Samsung-მა სმარტფონების ახალი მოდელის Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეაჩერა, მას შემდეგ რაც შეკეთებული და განახლებული მოდელები, ისევ აალდა.
კომპანიამ" მოუწოდა მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ახალი მოდელი, არ გამოიყენონ და გამორთონ ის, ვიდრე სპეციალისტები ხარვეზის მიზეზს არ დაადგენენ.
ამ დროისთვის განახლებული სმარტფონის აალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
Samsung-მა ახალი ტელეფონი გაყიდვაში აგვისტოში ჩაუშვა, სექტემბრის დასაწყისში კი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალი Galaxy Note 7 – ის ელემენტი დამუხტვისას ფეთქდებოდა, Samsung-მა სმარტფონი გაყიდვიდან ამოიღო.
მოგვიანებით, კომპანიამ განახლებული სმარტფონები გაიტანა ბაზარზე, თუმცა, როგორც გაირკვა ხარვეზი მათაც აღმოაჩნდა.
ამავე თემაზე: თვითმფრინავში Samsung Galaxy Note 7-ის ახალი ვერსია აალდა