BBC -ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ აზიაში ზიკა ვირუსის სწრაფი გავრცელება და ახალი ეპიდემაა მოსალოდნელი.
ორგანიზაციის ცნობით, სინგაპურში ვირუსის გავრცელების ასამდე, ხოლო ტაილანდში მიკროცეფალიის 2 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც ცნობილია, ვირუსი მსოფლიოს მასშტაბით 70-მდე ქვეყანაშია გამოვლენილი, რომელთაგან 19 აზია წყნარი ზღვის რეგიონში მდებარეობს.
ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, მარგარეტ ჩანის თქმით, ექსპერტები ჯერ კიდევ ეძებენ ვირუსთან გასამკლავებელ გზებს.
„საუბედუროდ, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ ააქვთ ბევრ კითხვაზე პასუხი,“_ამბობს ჩანი.
ამავე თემაზე:
"ზიკა" ვირუსის ევროპაში გავრცელებაა მოსალოდნელი
ვენესუელაში ზიკა ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ზიკა ვირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ