"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში შედის. განცხადება ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა გააკეთეს.
დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი ამბობენ, რომ შედეგით კმაყოფილები არ არიან, რადგან საარჩევნო ბრძოლა უსამართლო იყო.
მიუხედავად ამისა, ინაშვილის განცხადებით, ალიანსი მანდატებზე უარის თქმას არ აპირებს.
რაც შეეხება პარტიის სამოქმედო გეგმას, ლიდერების თქმით, ბრძოლის მეთოდებსა და შემდგომ ნაბიჯებზე ისინი გადაწყვეტილებას 22 ნოემბერს, "პატრიოტთა ალიანსის" ყრილობაზე მიიღებენ.