“გურია ნიუსის” რედაქციაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების მცხოვრებლებმა დარეკეს და დახმარება გვთხოვეს:
_ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს შეწამვლა, მაგრამ წამალი არ ეყოთ და სოფლის ნახევარი ტერიტორია შეუწამლავი დარჩა. რაც მთავარია, სოფლის რწმუნებულის მოადგილეებმა კი შეაწამვლინეს თავიანთი საკარმიდამო ნაკვეთები და ჩვენთვის, გლეხებისთვის, ალბათ, აღარც იზრუნებენ. დაგვეხმარეთ, ძალიან გვიჭირს მომრავლებულ მატლებთან ბრძოლა. პაპანაქება სიცხისგან ისედაც გადაგვეწვა ყველაფერი და ეს პრობლემა მაინც მოგვიხსნან, _ გვითხრეს სატელეფონო საუბრისას სოფლის მცხოვრებლებმა.