ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ევროპა-აფრიკაში, მე-6 ფლოტის მართვისა და კონტროლის გემი USS Mount Whitney (LCC 20) დაგეგმილი საპორტო ვიზიტის ფარგლებში ბათუმში ჩავიდა. აღნიშნული ინფორმაცია c6f.navy.mil-ზე ვრცელდება.
როგორც ცნობილია, გემის ოპერაციები შავ ზღვაში მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნის და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებას.
გემის კაპიტნის, კომანდორ-ოფიცერის, კარლოს ა სარდიელოს განცხადებით, ეკიპაჟის წევრები ბათუმში ვიზიტით კმაყოფილები არიან.
"ეკიპაჟი, ხმელთაშუა და შავ ზღვებში ჩატარებული წვრთნისა და სასწავლო ოპერაციების შემდეგ ბათუმში ვიზიტით ძალიან კმაყოფილია. ვაპირებთ, ვიზიტის განმავლობაში ქართველი ხალხისა და მათი კულტურის შესახებ მეტი შევიტყოთ,"_აცხადებს კაპიტანი.