პარიზში მომხდარ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის დაცვაზე ადვოკატები უარს ამბობენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადვოკატ ფრენკ ბერტონის განცხადებით, სალაჰ აბდესლამი24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის გამო აღშფოთებულია.
"ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ თუ ჩვენი კლიენტი დუმილს გააგრძელდებდა მას აღარ დავიცავდით,"_განაცხადა ადვოკატმა ფრენკ ბერტონმა.
როგორც ცნობილია, პარიზში, ტერაქტი გასული წლის ნოემბერში მოხდა, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა, ხოლო აბდესლამი სამსართალდამცავებმა ბრიუსელში, მარტში დააკავეს და ის ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.