ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი და დავით ონოფრიშვილი თავისუფალ დემოკრატებს ტოვებენ, _ განცხადება ამის შესახებ პარტიაში საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
"დღეიდან მე ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას დაა ამით გზას ვუხსნი ახალ ფრთას, რომელისც ახლა შემოუერთდა პარტიას", _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
განცხადება გააკეთა ვიქტორ დოლიძემაც. მისი თქმით, პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის მიუხედავად ის გააგრძელებს ბრძოლას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ხუთი ყოფილი თანამშრომლის ციხიდან გასათავისუფლებლად.
გარდა ამისა დოლიძემ განმარტა, რომ კიდევ ორი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე.
"ჩემი განცხადება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი, მე ვწყვეტ ამ ეტაპზე პოლიტიკურ და პარტიულ მოღვაწეობას, მეორე – მე გავაგრძელებ ბოლომდე თავდაცვის სამინისტროს 5 უდანაშაულო თანამშრომლის ციხიდან დასახსნელად ბრძოლას და მესამე ნაწილი ითვალისწინებს იმას, რომ მე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვაგრძელებ მუშაობას კიდევ ორი თვე, ნოემბრამდე ეს სტატუსი არ მეხსნება და ვაგრძელებ მუშაობას იმისათვის, რომ რაც შეიძლება დროულად იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე",_განაცხდა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებიდან მეორე დღეს, 9 ოქტომბერს, საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე "თავისუფალი დემოკრატები" ჯერ ალექსი პეტრიაშვილმა, შემდეგ კი ირაკლი ალასანიამ დატოვა.