ჰაიტიზე ქარიშხალ „ მეთიუს“ შემდეგ ქოლერა გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ქოლერის 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰაიტიზე მილიონზე მეტი ქოლერის საწინააღმდეგო ვაქცინა გააგზავნა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსახლეობის უმეტესობას წყალი და ელექტრო ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
ეროვნული სამოქალაქო დაცვის შტაბის ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 473-მდე გაიზარდა.
ამავე თემაზე: