რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ კიდევ ერთი ქართველი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი გიორგი ციცაგი დააკავეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 8 ოქტომბერს დააკავეს.
უწყებისვე ცნობით, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, ციცაგს, ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. იგი რუსმა სამხედროებმა ქართველი სამართალდამცავების მიერ კონტროლირებად ტერიტორიიდან აიყვანეს.