"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და "ქართული ოცნების" უფლებამოსილ ლიდერებს მიმართავს, გააკეთონ განცხადება, რომლითაც დაადასტურებენ, რომ პარლამენტი ქუთაისში რჩება.
„იმ განცხადებებს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ქუთაისში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის მხრიდან ორ თემაზე გაკეთდა: ერთი ეხება ქუთაისში პარლამენტის დატოვებას. "ქართული ოცნება" პირველივე საათებში აცხადებდა, რომ პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანდა, თუმცა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და "ქართული ოცნების" უფლებამოსილ ლიდერებს მივმართავ, განცხადება გააკეთონ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება და ჩავთვლით, რომ ამ მოკლე პერიოდში ოპოზიციამ დიდი საქმე გააკეთა და წარმატებას მიაღწია. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში დარჩენა", _ განაცხადა წერეთელმა.