ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარ თავს გაუთხარა პოლიტიკური სამარე და ყველა ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობით მოდის, კატასტროფით ამთავრებს, _ განაცხადა "ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ტელეკომპანია ,,კავკასიის“ სტუდია ,,სპექტრში“.
ბურჯანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვინც ხელს მოაწერს ხელს მოაწერს პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევას, ხელს ქვეყნის თურქმენიზაციას მოაწერენ.
"ბიძინა ივანიშვილს, იმის იმედი აქვს, რომ მას ძალიან ბევრი ფული აქვს, მაგრამ ქვეყანას ემუქრება თურქმენიზაცია _ პარლამენტი, მთავრობა, ტელევიზიები, სასამართლო ( მათ შორის საკონსტიტუციო), ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხელშია და მთავარი, რატომაც არ უნდოდა ივანიშვილს ბურჯანაძე პარლამენტში, ეს არის ცვლილება პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით. ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა ხელს მოაწერს პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევას, ეს ადამიანები ხელს მოაწერენ ქვეყნის თურქმენიზაციას, ქვეყნის დაქცევას და ძალიან სისხლიან რევოლუციას, რომელიც აუცილებლად მოხდება ამ ქვეყანაში (რამდენი წლის მერე, მნიშვნელობა არ აქვს), იმიტომ, რომ თურქმენიზაციას და მის იმპროვიზირებულ ვარიანტს (რამდენი ფულიც უნდა დაიხარჯოს), ადრე თუ გვიან, არ მოითმენენ ქართველები და ღმერთმა ქნას, რომ ეს არ ახდეს, მაგრამ ეს ასე იქნება. "ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი მადლობა გადაუხადოს ბიძინა ივანიშვილს გაცოცხლებისთვის, ფეხზე დაყენებისთვის, დაფიქრებისთვის და პერსპექტივის გაჩენისთვის", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.