ველოდები "პატრიოტთა ალიანსის" განმარტებებს ჩატარდა თუ არა არჩევნები სამართლიანად, ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ტელეკომპანია ,,კავკასიის“ დავით აქუბარდიას სტუდია ,,სპექტრის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მას კარგად ახსოვს, დავით თარხან-მოურავის სიტყვები _ "ოცდაათი კაცი შემყავს პარლამენტში და აბა, გაბედონ გაყალბება!"
ბურჯანაძე "პატრიოტთა ალიანსისგან“ ელოდება განმარტებებს და განცხადებებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ თვლიან ისინი _ სამართლიანად ჩატარდა არჩევნები თუ გაყალბდა?
"თუ სამართლიანად მიაჩნიათ, მაშინ მათ, მოუწევთ იმის აღიარება, რომ ოცი და ოცდაათი პროცენტი კი არ ჰქონდათ მხარდაჭერა, არამედ სულ ხუთი პროცენტი და თუ არასამართლიანად ჩატარდა, მაშინ, ალბათ, იტყვის ,,პატრიოტთა ალიანსი“ ამის თაობაზე და იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც _ შალვა ნათელაშვილთან, მრეწველებთან, ფორუმთან და ყველას აზრი ვიცი. აბსოლუტურად ყველა თვლის, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული და კომისიის წევრებიდან კი არ მოდის ეს უბედურება, არამედ ხელისუფლების უმაღლესი შტოდან _ ადამიანების მოტყუება, ქვეყნის გარყვნა და დაქცევა", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.































































