ჩოხატაურში, გურიის ქუჩაზე მდებარე მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში ცეცხლი გაჩნდა და საშიშროება გვერდით მდებარე ოთახებსაც დაემუქრა. წინასწარი ინფორმაციით ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროენერგია გახდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლი ჩაქრობა დროულად შეძლო, თუმცა, დამატებითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს:
_ ვეძებთ ცეცხლის გაჩენის კერას და ამიტომ დამატებით სამუშაოებს ვაწარმოებთ შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, _ გვითხრეს მეხანძრეებმა.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.