თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა გეგმური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება. კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, კარგარეთელის, წინამძღვიშვილის, კონსტიტუციის და ჩუბინაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“ და გლდანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან, 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების და გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.