REUTERS-ის ინფორმაციით, ავსტრიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონაში არსებულ საგანგებო საზღვრებზე შემოწმება უნდა გაგრძელდეს.
როგორც ცნობილია, გასულ წელს, ევროპაში მიგრანტების ქაოტური რაოდენობით შედინების გამო გერმანიამ, შვედეთმა, დანიამ და ავსტრიამ საგანგებო სასაზღვრო შემოწმება დააწესეს, რასაც ვადა ნოემბერში ეწურება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევროკავშირის აღმასრულებელ კომისიაში ამბობენ, რომ სურთ, შენგენის ზონაში გადაადგილების წესები წლის ბოლოს ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს, მაგრამ საგანგებო სასაზღვრო ღონისძიებები მაინც გამართლებულია, მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტების შედინების რაოდენობა შემცირდა.