თურქეთში საპრეზიდენტო მმართველობის სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმი შესაძლებელია გაზაფხულზე ჩატარდეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაგის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, რეფერენდუმი ადრე გაზაფხულზე გაიმართება თუ პარლამენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწრაფად მიიღებს.
როგორც ცნობილია, რეფერენდუმის შედეგად უნდა გადაწყდეს გაუფართოვდება თუ არა პრეზიდენტს ძალაუფლება.
ბოზდაგის განცხადებით, მთავრობა მხარს უჭერს ქვეყნის მმართველობის ახლანდელ სისტემას და თურქეთის ერთიან სტრუქტურას იცავს.