ცოტა ხნის წინ ლათინოამერიკულ ტელეკომპანია „ტელევისას” ევროპის ჩემპიონთა ლიგის მატჩის ტრანსლირების დროს, შეცდომა მოუვიდა და ლონდონის „არსენალის” განაცხადში, ალექსის სანჩესის ნაცვლად, ამერიკაში ცნობილი პორნოვარსკვლავი – ალექსის ტექსასი შეიყვანა.
გუნდის განაცხადი პორნოვარსკვლავთან ერთად, ტელეკომპანიის „ფეისბუქის” და „ტვიტერის” გვერდებზე განთავსდა.
პორნოვარსკვლავი ალექსის სანჩესისა და „არსენალის” სხვა ვარსკვლავების გვერდით იყო მოხსენიებული.
ალექსის ტექსასის რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე უცნობია, სამაგიეროდ, „ტელევისას” ბოდიშის მოხდა მოუწია ბრიტანული გრანდისთვის.