ქუთაისში, ჟურნალისტებმა არჩევნების ღამეს მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი 30-ამდე ჟურნალისტმა მდუმარე აქციით გააპროტესტეს.
ჟურნალისტები შესაბამის ორგანოებს საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
აქციას არასამთავრობო ოტგანიზაციებიც შეუერთდა.
"თავისუფალი მედია რომ შეზღუდვების გარეშე უნდა მუშაობდეს და ჟურნალისტებს თავს არ უნდა ესხმოდენ, ამას ვამბობდით გასულ წელსაც. მახსოვს სწორედ ამ ადგილზე მედიაზე ზეწოლის ფაქტებს ვგმობდით, სამწუხაროდ ახლაც გვიწევს ამ თემაზე საუბარი", _ განმარტა აქციაზე ტელეკომპანია იბერიის ქუთაისის კორესპოდენტმა ლევან ფანცხავამ.
შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, მომხადრზე გამოიძიება უკვეე მიმდინარეობს.
8 ოქტომბერს, ქუთაისში საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა, რა დროსაც დაზიანდა ტელეკომპანიების GDS-ის და ,,იბერიას“ აპარატურა.