ჭკუასელი, ჩოხატაურში, 17 ივნისის შემდეგ არ გამოჩენილა. “ქართული ოცნების” ადგილობრივ ოფისში არ იციან, როდის დაიწყებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას კანდიდატი. “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ოფისის წარმომადგენელი, გოჩა ჯიქია, რომელსაც, მისივე თქმით, თურმე, შეთანხმება(?!) აქვს, რომ ამ სტატიის ავტორთან კომენტარები არ გააკეთოს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ არაფერი იცის. ჯიქიამ არც ის იცის, დანიშნულია თუ არა ჭკუასელის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და როდის დაიწყებს მოსახლეობასთან შეხვედრებს დეპუტატობის კანდიდატი.
თემურ ჭკუასელი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ჩოხატაურში 5 ივლისიდან დაბანაკდება:
_ ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვდივარ. 5 ივლისს მაქ ვიქნები და ყველას მივესიყვარულები, _ აღნიშნა ჭკუასელმა.
_ თქვენს გუნდში ვინ მოიაზრება?
_ “ქართული ხმების” სრული შემადგენლობა. ერთად მოვდივართ და 3 თვეს ჩოხატაურში დავბანაკდებით.
_ ბატონო თემურ, თქვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თუ არის შერჩეული?
_ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ეს მე უნდა გადავწყვიტო. ჩამოვალ და ყველაფერს მოვაგვარებ.