კუს ტბის ასახვევთან მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა „ფეისბუქში“ დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა.
მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, ავტომანქანა სავარაუდოდ, ძრავის გაუმართაობის შედეგად აალდა.