დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: როგორც ჩაიარა 8 ოქტომბერმა არჩევნებმა გურიაში და როგორ აფასებენ საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები არჩევნებს.
არჩევნების შეფასებებს მოისმენთ ქალი კანდიდატებისგანც _ როგორი იყო საარჩევნო მარათონი, გაუჭირდათ თუ არა კამპანიის ჩატარება ნინო წილოსანს, გურანდა მანაგაძეს, თამილა ჟღენტს და ნინო გოგუაძეს.
გადაცემის ბოლო ბლოკიდან კი გაიგებთ იყვნენ თუ არა ქალები აქტიურები წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რა პრობლემები გამოიკვეთა ამ კუთხით და მოხერხდა თუ არა მონოლოგიდან დიალოგის რეჟიმში გადასვლა _ ამ თემებზე პროექტის ავტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია პოსტ ალიონის ხელმძღვანელი და მედიასახლ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელი ია მამალაძე საუბრობს.