ბახვა ბოლქვაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს მაგ საკითხზე.
დარიკო სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ კარგია, თუ მოგვხედავს ხალხს ის, ვინც პარლამენტში შევიდა. სხვა რა გითხრათ, არ ვიცი.
ნინელი დოლიძე, ჩოხატაური:
_ დადებითად ვაფასებ. მომწონს, ვინც პარლამენტში შევიდა.
მაია ლომთათიძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, მაგაზე ვერ გიპასუხებთ.
გელა ვაჩეიშვილი, ჩოხატაური:
_ იდეალურად ვაფასებ. როგორც უნდა მომხდარიყო, ისე მოხდა.
ანზორ სებისკვერაძე, ოზურგეთი:
_ ნორმალურად ვერ შევაფასებ, რადგან, ჩემი აზრით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მოხვდნენ პარლამენტში, ვერ უნდა შესულიყვნენ.
დავით მსხილაძე, ოზურგეთი:
_ ხალხს მიხედონ, არჩევნების მეტი არაფერი რომ არ უნდათ და არაფერი არ ადარდებთ! სულ არ მაინტერესებს მაგათი არჩევნები!
გივი ლომჯარია, ოზურგეთი:
_ როგორ შევაფასო?! უსამართლობაა, მეტი არაფერი _ იყო ამომრჩევლის დაშინებაც.
ლავრენტი დობორჯგინიძე, ოზურგეთი:
_ ისეთი ცხოვრებაა, უამრავი პრეტენზია მაქვს მათთან, მთავარი მაინც სამუშაო ადგილების არარსებობაა. ავადმყოფი შვილი მყავს და არანაირი ფინანსური საშუალება არ მაქვს.
ილია ნიკოლაიშვილი, ოზურგეთი:
_ მივესალმები, ხალხისთვის თუ იქნებიან, მაგრამ არ მგონია.
სერგო ხოფერია, ლანჩხუთი:
_ მთავარია, რომ საარჩევნო პროცესმა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საერთაშორისო ორგანიზაციებიც დადებით შეფასებებს აკეთებენ, სხვა არ ვიცი.
ვაჟა ჭანტურია, ლანჩხუთი:
_ ვინც საჭიროდ მიმაჩნდა, ის შემოვხაზე, ალბათ, სხვებმაც ასე გააკეთეს. სიმშვიდე და სიწყნარე იყო. ისე, პოლიტიკოსი არ ვარ, შეფასებები ვაკეთო.
ილო იმნაძე, ლანჩხუთი:
_ პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, არ ვერევი მსგავს საკითხებში.