24 წლის მამაკაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.