"თელასის" ცნობით, გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, ბარისახოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.