როგორც რუსული მედია აფხაზ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, მამაკაცი, რომელმაც დღეს დილით სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა, ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქე არაა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფატო უშიშროების საბჭოს მდივნის მუჰამედ კილბას თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე აღნიშნული მამაკაცი რუსეთის სამხრეთ რეგიონებში იყო შემჩნეული. კილბა არ გამორიცხავს, რომ დახმარებისთვის მათ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართონ.
ამავე თემაზე:
სოხუმში მნიშვნელოვანი ობიექტები და თავშეყრის ადგილები გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი