„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე თავისი მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც გივი თარგამაძე აცხადებს, აღნიშნული პირი არა მის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზეა დაკავებული, არამედ მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება ედება ბრალად.
"ერთი ადამიანი დააკავეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ნათესაურ კავშირში იმყოფება მათ ბრალდებულთან და მასზე იყო გაფორმებული მანქან. დააკავეს იმის გამო, რომ სხვა არაფერი ხელში არ ეკავათ, დააკავეს ეს კაცი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და არა ამ საქმესთან კავშირში. აქედან, მე მაქვს ეჭვი, რომ ეს კაცი დააკავეს იმისთვის, რომ ვინმე მაინც დაეკავებინათ. ჩვენ ვნახეთ რეაქცია მისი ოჯახის, ამიტომ რამდენად არის სარწმუნო, რომ თუნდაც რაიმე კავშირშია ჩემს აფეთქებასთან ეს ადამიანი, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, სარწმუნო არაფერია. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ იმდენად წინასაარჩევნოდ განსაზღვრული იყო ეს ყველაფერი ჩემი აფეთქების ჩათვლით და შემდგომი გამოძიებით, რომ გამოძიებამ, პრაქტიკულად, ინტერესი არჩევნების ჩატარებისთანავე დაკარგა.
რეალურად, მე ერთხელ ვარ დაითხული მოწმის სახით, 6 ოქტომბერს. პერიოდულად აქვთ ხოლმე გახსენება, რომ სამედიცინო ექსპერტიზა არის ჩასატარებელი. მე არასდროს უარი არ მითქვამს, მაგრამ, როგორც ამბობენ, მერე ისევ ავიწყდებათ", _ განაცხადა გივი თარგამაძემ.