https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ირღვევა თუ არა მოხეში მუსლიმი თემის უფლებები

20:10; 17.10.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლებისდაცვისთვის ეფექტურიდა დროული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში მუსლიმი თემის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ტყუილს და არაზუსტს უწოდებს.

"კოალიცია თანასწორობისთვის" წევრმა ორგანიზაციებმა მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მუსლიმი თემის უფლებები ქვეყანაში სათანადოდ დაცული არ არის. 

ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ისტორიულ საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებული დავის მიმოხილვა

უკანასკნელი რამდენიმე დღეა სოფელი მოხის მუსლიმი თემი სადავოდ გამხდარი ისტორიული შენობის ნანგრევებში ლოცულობს. თემის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ კერძო პირის სახლში მოწყობილ ჯამეში მათ ლოცვის შესაძლებლობა ფაქტობრივად აღარ აქვთ. ამავდროულად, მუსლიმი თემი სადავო შენობაში ლოცვით უკმაყოფილებას გამოხატავს ისტორიული შენობის დავის გადაწყვეტის მოქმედი მექანიზმის მიმართ, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შექმნა. სადავო შენობაშიმუსლიმების ლოცვა 2016 წლის 14 ოქტომბერს ადგილობრივმა მეუფემ დაპირისპირების პროვოცირების მცდელობად შეაფასა და სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდა. იმავე დღეს პოლიციამ ისტორიული შენობა აჭედა და შენობაში შესვლის აკრძალვის გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსა. ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, ისინი სადავოდ გამხდარი ნაგებობის სიახლოვეს, ღია ცის ქვეშ გააგრძელებენ ყოველდღიურ ლოცვას.

სოფელ მოხეში მდებარე ისტორიულ შენობასთან დაკავშირებით დავა ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის 2014 წელს დაიწყო. მუსლიმი თემის განცხადებით, აღნიშნული ნაგებობა 1920-30-იან წლებში მუსლიმი მესხების მიერ აშენებულ მეჩეთს წარმოადგენს, რასაცმათი თქმით,მათ შორის, შენობის ადგილმდებარეობა, მეჩეთის არქიტექტურა და რელიგიური ატრიბუტებიადასტურებს. თემის უხუცესი წევრები იხსენებენ, რომ ისინი და მათი მშობლები განსახილველ შენობაში პარასკევობით ლოცვას კითხულობდნენ ხოლმე. მუსლიმი თემი აღნიშნული შენობის სახელმწიფოსგან გადმოცემას წლების განმავლობაში ითხოვდა, რისი საჯარო დაპირებაც თემმა2014 წელს ღიად მიიღო. თუმცა, 2014 წლის ოქტომბერში ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომლის საკუთრებაშიც რეგისტრირებულია სადავოქონება, ისტორიულ შენობაში კლუბის, შემდეგ კი ბიბლიოთეკის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებას მუსლიმი თემის პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, ადიგენის მუნიციპალიტეტმა შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება 2014 წლის 22 ოქტომბერს მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების გამოყენებით სცადა. ინციდენტის დროს პოლიციამ თვითნებურად დააკავა ადგილზე სპონტანურადშეკრებილი მშვიდობიანი მუსლიმები (14 ადამიანი) და მათ მიმართ სასტიკი ძალა გამოიყენა. ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, 2014 წლის 24 ოქტომბერს,ახალციხისადატაო–კლარჯეთისმიტროპოლიტმაგააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელშიც მან პირველად დაიწყო მტკიცება შენობის ქრისტიანულიწარმოშობის თაობაზე და მისი საპატრიარქოსთვის გადაცემამოითხოვა.

შექმნილი ვითარებაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ (შემდგომში სააგენტო), ისე რომ მან არ შეისწავლა საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილი შეფასებების დასაბუთებულობა,2014 წლის 27 დეკემბერსდააფუძნა "ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ, შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისია (შემდგომშიკომისია), რომლისარსებით მიზანს სადავოდ გამხდარი შენობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის დადგენა წარმოადგენდა. კომისია რელიგიური ორგანიზაციებისა (საპატრიარქოსა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან შედგება და კონსენსუსისწესით იღებს სარეკომენდაციოგადაწყვეტილებას.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკა

მოქმედი კანონმდებლობით საკულტო ნაგებობების რესტიტუციისა და სადავო ისტორიული ნაგებობების დავების გადაჭრის სამართლებრივი საფუძვლები, წესი და პასუხისმგებელი უწყება არ არის განსაზღვრული. ამ პირობებში კომისიის რეკომენდაციის რეალური შესრულების საკითხი იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და კომისიის, როგორც დავის გადაწყვეტის მექანიზმის არაეფექტურობასა და ილუზორულობაზე მიანიშნებდა. ამასთან, სადავოისტორიული შენობების მესაკუთრის დადგენის პროცესის კანონის უზენაესობის პრინციპის გარეთ გატანა დასპეციალური კომისიის გზით,დემოკრატიული (კონსენსუსის) პროცედურით გადაწყვეტა პროცესის პოლიტიზების მაღალ რისკს შეიცავდა.

აღსანიშნავია, რომ კომისიის შექმნიდან 2 წელზე მეტი დრო გავიდა, თუმცა, კომისიას ამ დრომდე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და არც შენობის ისტორიულ-კონფესიურიწარმომავლობის დადგენისკენ მიმართული რაიმე ღონისძიება ჩაუტარებია.სააგენტოს შეფასებით, კომისიის არსებითი მიზანი პროცესების დერადიკალიზაცია და მხარეებს შორის ნდობის აღდგენაა, რაც ცხადია კომისიის ძირითად მიზანს არ შეესაბამება და კომისიას ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული დავების განმხილველი მექანიზმის ნაცვლად, სახალხო დიპლომატიის ინსტრუმენტად აქცევს. კომისიის ორწლიანი ფუნქციონირების შემდგომ, სააგენტოს მიერ მხოლოდ დერადიკალიზაციის მიზანზე აპელირება მუსლიმ თემში დავის რეალური გადაჭრის მოლოდინს აქრობს და სახელმწიფოს მხრიდანისტორიულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის პოლიტიკური ნების არ არსებობაზემიუთითებს.ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ იმის გამო, რომ კომისიაში არ შედიან ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლები და მათი ნდობით აღჭურვილი პირები,სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართ კი ადგილობრივი თემის გაუცხოება მაღალია, ცხადია, რომ კომისიას გაუჭირდება ნდობის აღდგენის ფუნქციის შესრულებაც.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არსებითად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აშკარად არაეფექტური პოლიტიკის შედეგია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და პრობლემების კონსერვირების სტრატეგიაზე დგას. მუსლიმ თემში გამოხატული სოციალური უკმაყოფილება (მათ შორის, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის თვითორგანიზებული ჯგუფის საქმიანობა , მოხეში მიმდინარე პროცესები) არასათანადო პოლიტიკის ყველაზე აშკარა ინდიკატორია.

ზოგადი კონტექსტის მიმოხილვა

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ შვიდი რელიგიური კონფლიქტი გამოვლინდა,მათ შორის, რელიგიური ძალადობის მხოლოდ სამი შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტში(ჭელა (2013) , მოხე (2014), ადიგენი (2016) )დაფიქსირდა. ჭელასა და მოხეში განვითარებული მოვლენების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუსლიმების მიმართ რეპრესიული პოლიტიკა გაატარა და ამ ფორმით საზოგადოებაში გაბატონებული ისლამოფობიური განწყობების გაძლიერებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი ძალადობის არც ერთი ფაქტი სახელმწიფომ ამ დრომდე არ გამოიძია და არც შესაბამის პირებს დააკისრა ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობა. რელიგიურ კონფლიქტებში ასევე ჩანს ადგილობრივ ხელისუფლებაზე სამღვდელოების გავლენისა და არასეკულარული პოლიტიკის პრობლემა. ზემოთ მითითებული ძალადობის უხეში შემთხვევების გარდა, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოციალურ დონეზეიკვეთება მუსლიმი თემის სისტემური ჩაგვრისა დაგარიყვის პრაქტიკა (მათ შორის, ჭელასა და მოხეში მონაწილე ყველაზე აგრესიული პოლიციის თანამშრომლების დაწინაურების შემთხვევები , ადგილობრივ საჯარო სამსახურებში მუსლიმი თემის დაუსაქმებლობისპრაქტიკა ,მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ადგილობრივ სამღვდელოებასთან დაახლოებული და ისლამოფობიურ შეკრებებში აქტიურად მონაწილე პირის რეგიონში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელება ), რაც რეგიონში მუსლიმების მიმართ არსებულ ზოგად დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე უთითებს და სოციალური კრიზისის გაჩენის რისკს ზრდის.

კოალიციის მოთხოვნები

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრი ორგანიზაციებიმიიჩნევენ, რომ:

– არსებითია, სახელმწიფომ გადახედოს სოფელ მოხეში მდებარე სადავო ისტორიულ ნაგებობასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მანდატს, საქმიანობის მიზნებსა და მისი გადაწყვეტილების სამართლებრივ ბუნებას და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განსახილველი შენობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის შესწავლა და მისი შესაბამისი რელიგიური თემისთვისგადაცემა;

– რელიგიური ორგანიზაციების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის მიზნით მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეიმუშავოს ისტორიული საკულტო ნაგებობების რესტიტუციის, მათ შორის, სადავოდ გამხდარ ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის ერთიანი პოლიტიკა, რაც მათ შორის კანონიერი, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე პროცედურების შემუშავებას გულისხმობს ;

– არსებითია სახელმწიფომ გადახედოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატს, საქმიანობასა დამის აშკარად არაეფექტურ და ადამიანის უფლებებს აცდენილპოლიტიკას და მისი ფუნდამენტური ტრანსფორმაცია უზრუნველყოს;

– სახელმწიფომ, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გადახედოს და შეცვალოს მუსლიმი თემის მიმართშექმნილიდისკრიმინაციულიდა არასეკულარული პოლიტიკა,რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებით მძიმე ფორმები მიიღო და ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მშვიდობას, პლურალიზმსა და თანასწორობას", _ აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); ფონდი ღია საზოგადოება–საქართველო (OSGF);

იდენტობა; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); კავშირი საფარი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში მუსლიმი თემის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ტყუილს და არაზუსტს უწოდებს. 

ვაშაყმაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც სააგენტოს სახელით, ზოგადად, მუსლიმ თემთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესახებ და ადიგენის რაიონის სოფელ მოხესთან დაკავშირებით ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. 

ზაზა ვაშაყმაძე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას, რომელიც ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მართლმადიდებლებსა და მუსლიმ თემს შორის სადავო შენობას ეხება, ასევე იმ დაფინანსებას, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში მუსლიმი თემი ღებულობს. მისი განცხადებით, ორი წლის განმავლობაში საქართველოს მუსლიმ თემს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გადაეცა 130 მეჩეთი და ეს პროცესი მომავალში ეტაპობრივად კიდევ გაგრძელდება. 

ვაშაყმაძემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს სახელმწიფომ მუსლიმ თემს ბათუმში გადასცა ოთხსართულიანი შენობა სამუფტო რეზიდენციისათვის. ასევე მათ გადაეცა ბათუმში ოთხსართულიანი შენობა მედრესესთვის. ვაშაყმაძის განმარტებით, შემდგომში ეს იქნება პირველი ქართული მუსლიმური სასწავლებელი, სადაც შესაბამისი სასწავლო პროგრამების დამტკიცების შემდეგ განათლების სამინისტრო ამ სასწავლებლის აკრედიტაციას მოახდენს და იქ მუსლიმანი სასულიერო პირები აღიზრდებიან. 

ვაშაყმაძე ასევე ისაუბრა მუსლიმი თემისთვის გადაცემული თანხების შესახებ. მისივე თქმით, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფორმულირებით მუსლიმ თემს 2014 წელს 1 100 000 ლარი გადაეცა, 2015 წელს – 2 200 000, 2016 წელს უკვე გადაცემულია 2 200 000 და დამატებით წლის ბოლომდე აღნიშნულ თემს ასევე გადაეცემა 550 000 ლარი. 

"ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის თქმა, იქნება ეს სახალხო დამცველი, დაინტერესებული პირი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ საქართველოს მუსლიმი თემი არის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, არის მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა და ა.შ. ე.წ. შეფასებები ტყუილია და არასწორი", – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19 დეკემბერი, 2025

მწერალი გრიგოლ ჩხარტიშვილი _ "ბორის აკუნინი", ნათესავებისთვის „გრიშუტკა“, წარმოშობით ოზურგეთელია

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლურ პარტიებს ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ყველა სიახლე

კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

17:09; 20.12.2025
სამართალი

გარყვნილი ქმედება არასრულწოვანთან და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება – დაკავებულია 1 პირი

17:00; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთელი ცეკვის მასწავლებლის სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა

16:52; 20.12.2025
სამართალი

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს

16:12; 20.12.2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20.12.2025
საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20.12.2025
მსოფლიო

აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

14:04; 20.12.2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20.12.2025
მსოფლიო

reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

12:41; 20.12.2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა- რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

11:37; 20.12.2025
პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:52; 20.12.2025
სამართალი

დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – დაკავებულია 1 პირი

10:49; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო