განშორება საყვარელ ადამიანთან ყოველთვის არ შეიცავს საშიშროებას. ზოგჯერ, დროებით აღებული ტაიმ-აუტი ურთიერთობაში საკმაოდ ბედნიერი ახალი ეტაპის დასაწყისი ხდება. სიყვარულსაც სჭირდება პატარ-პატარა „უსაფრთხო განშორებები“. მაგრამ იმისთვის, რომ ამან არანაირი პრობლემა არ შეგიქმნათ, ბრიტანელი ფსიქოლოგები შემდეგ რჩევებს გვაძლევენ.
საყვარელი ადამიანი დიდხანს არ უნდა დატოვოთ მარტო. კვირაში ორ დღეზე მეტი – უკვე უარყოფითად მოქმედებს ურთიერთობაზე.
ნახევარ წელიწადში ერთხელ, ერთი კვირით შეიძლება მისი მარტო დატოვება;
წელიწადში ერთხელ გაქვთ უფლება, ისევ თქვენს სასიკეთოდ, საყვარელ ადამიანს მხოლოდ სამი კვირით მიანიჭოთ „თავისუფლება“. მას შეუძლია, ეს დრო უთქვენოდ გაატაროს და არ დაავიწყდეს, რომ მარტო არ არის.