სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის განცხადებას _ არჩევნების მეორე ტურში გაერთიანდნენ პროდასავლური ძალები და მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ პარტიებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოიპოვოს, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
"საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს რა არის მისთვის უკეთესი _ ჰქონდეს სრული კარტბლანში ”ქართულ ოცნებას” და მან თავის ნებაზე შეცვალოს კონსტიტუცია თუ ის, რომ იყოს ქართული ოცნების“ გაწონასწორების მექანიზმი ოპოზიციის სახით, _ ასე გამოეხმაურა მიმართვას ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ოთარ კახიძე.
”საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს რა არის მისთვის უკეთესი – ჰქონდეს სრული კარტბლანში „ქართულ ოცნებას“ და მან თავის ნებაზე შეცვალოს კონსტიტუცია თუ ის, რომ იყოს „ქართული ოცნების გაწონასწორების მექანიზმი ოპოზიციის სახით. ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი და საზოგადოებამ თავისი და დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება”, _ განაცხადა კახიძემ.