პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, 8 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აცხდებს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, ამბიციები გვერდზე უნდა გადადონ და მხარი მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ მხარი:
„ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ივანიშვილმა და ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია. არც ერთი ხელისუფლების დროს, არ ყოფილა დადებითი შედეგის მომტანი, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. მაშინ როდესაც, საქართველოში, შიდაპოლიტიკური ვითარება არც ისე სტაბილურია და რყევებს განიცდის. საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნება, რათა არ მოხდეს სახელისუფლებო ძალების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც გარკვეული თვალსაზრისით ხელს შეუწყობს პოლიტიკურ არასტაბილურობას. თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან, მოპოვებული იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ისინი აუცილებლად გააუქმებენ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და პარლამენტს გადმოიტანენ თბილისში. ერთიც და მეორეც ნამდვილად არ წაადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – აცხადებს გიორგი ლაღიძე.