„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქეთევან ქოჩორაშვილი პარტიიდან გარიცხეს. აღნიშნულის შესახებ თავად ქოჩორაშვილი აკეთებს განცხადებას და მომხდარის მიზეზებს აკონკრეტებს. ქოჩორაშვილის განცხადებით მისი გარიცხვის გადაწყვეტილება ნიკა მელიამ მიიღო:
"ნიკა მელიამ მითხრა, რომ უარი მეთქვა საკრებულოს წევრობაზე. როდესაც მე ამაზე უარი ვუთხარი, გამრიცხა პარტიიდან. პირად საუბარში მან მითხრა, რომ დათო ავალიანს, რომელსაც სამართლებრივი პრობლემები აქვს დეპუტატის იმუნიტეტი დაიცავდა და საჭირო იყო, მე უარი მეთქვა საკრებულოს დეპუტატობაზე და ის შესულიყო ჩემს მაგივრად. მე როდესც ვითხარი, რომ ეს ჩემთვის გაუგებარი იყო და დათო ვერ იქნებოდა ისეთი აქტიური საკრებულოში, როგორიც უნდა ყოფილიყო, ნიკამ მითხრა, რომ ჩემი არგუმენტები მისთვის მიუღებელი იყო".
ქოჩორაშვილის განცხადებით, მელიამ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო _ როდესაც ვკითხე, რომ ერთპიროვნულად იღებ გადაწყვეტილებას-მეთქი? მიპასუხა _ კი, თბილისის ორგანიზაციას რაც ეხება, მე ვწყვეტო", _ აცხადებს ქოჩორაშვილი.