სხეულის ჩვეულებრივი მოძრაობები ნანოტექნოლოგიას შეუძლია გარდაქმნას ელექტრობად, რომელიც საკმარისი იქნება ფიჭური ტელეფონის, ანდა ადამიანის ორგანიზმში ჩანერგილი გამზომი გარდამქმნელის დასატენად. ამაშია პრინსტონის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფის იმედის მომცემი აღმოჩენის აზრი. მათ შეძლეს პიეზოელექტრული კრისტალების ანაბეჭდების დატანა ცოცხალი ქსოვილების თავსებად ელასტიკურ მასალაზე.
როგორც ცნობილია, პიეზოელექტრული კრისტალები მოღუნვისას ელექტრულ დენს გამოიმუშავებენ. ისინი გამოიყენება როგორც ნაპერწკლის წარმომქმნელნი ზოგიერთ მოწყობილობებში, მაგრამ, იმ სახის ეფექტური კრისტალები, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ადამიანის ორგანიზმში ჩასანერგად, მზადდება მაღალ ტემპერატურაზე, რომელიც ანადგურებს პლასტიკატისა და რეზინის უმრავლეს სახეობას.
მეცნიერებმა წამოაყენეს მეთოდი, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა.
ჯგუფი, მაიკლ მაკალჰაინის ხელმძღვანელობით უკვე შეუდგა საცდელი ნიმუშების დამზადებას.
აღმოჩენა შეიძლება, ფეხსაცმელში დამონტაჟდეს. ამგვარად მიღებული ენერგია საკმარისი იქნება მუსიკალური ფლეერის ანდა ფიჭური ტელეფონის დასატენად, მაგრამ სწავლულთა მთავარი მიზანი მოქნილი ელექტრული გენერატორის დამზადებაა. თუ შესაძლებელი იქნება მისი მკერდის ქსოვილში ანდა სხეულის სხვა ნაწილში იმპლანტირება, მაშინ მხოლოდ ერთ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას შეუძლია, ერთ ვატამდე ელექტროენერგიის გამომუშავება, ხოლო ერთი ოთახიდან მეორეში გასვლისას 70 ვატამდე ელექროენერგია გამომუშავდება.