როგორც “გურია ნიუსი” წერდა, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეები თედო ჭანუყვაძე და გოჩა თავაძე გაათავისუფლეს. თედო ჭანუყვაძე ურეკის განყოფილების დეტექტივის თანაშემწედ დანიშნეს, ხოლო გოჩა თავაძე კი ჩოხატაურში რწმუნებულების განყოფილების უფროსად დაინიშნა. რამდენიმე დღეა, რაც ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში უფროსის მოადგილედ უბნის რწმუნებულების ხაზით თედო ჭანუყვაძის ადგილზე გურიის სოდ-ის უფროსი ტატო ვასაძე დანიშეს, ხოლო გოჩა თავაძის გათავისუფლებული ადგილი ჯერჯერობით ვაკანტურია.
თანამდებობები დაატოვებინეს ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსს დავით კაპანაძეს და მის მოადგილეს ბესიკ ბრეგაძეს. აღსანიშნავია, რომ ისინი აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ სამი თვე მუშაობდნენ, ბრეგაძის შვილის ნათლია კი გურიის სამხარეო მთავარი სამმართვლოს უფროსის დავით ცირეკიძეა. ბესიკ ბრეგაძის ადგილს, ლანჩხუთელი ლაშარელა ჩხაიძე იკავებდა, ის გაათავისუფლეს და ოზურგეთში უბნის რწმუნებულად გადაიყვანეს, თუმცა მალევე ლანჩხუთში დააბრუნეს და დანიშნეს უბნის უფროსს რწმუნებულად. გათავისუფლებული კაპანაძე და ბრეგაძე კადრების განყოფილებაში არიან, მათი გურიაში დაბრუნება საეჭვოა.
სამსახურიდან დაითხოვეს და პირად საქმეში საყვედური გამოუცხადეს სუფსის განყოფილების უფროსს ვენე კეჭაყმაძეს და გადაიყვანეს ლანჩხუთში უბნის რწმუნებულების განყოფილების უფროსად. სუფსის განყოფილების უფროსად მოიაზრება ადგილობრივი გიორგი ხანიბეგაშვილი, რომელიც ამჟამად ურეკის განყოფილებაში უბნის ინსპექტორად მუშაობს.
ბესიკ ბრეგაძის ადგილი დაიკავა ადგილობრივმა კადრმა ლევან ჩხაიძემ. დავით კაპანაძის ადგილზე ლანჩხუთს პოლიციის სამმართველოს უფროსის ადგილზე, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის რწმუნებულების სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი, ფერსაშვილის ადგილს დაიკავებს ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე უბნის რწმუნებულების ხაზით ირაკლი შავიშვილი, რომელმაც ჯერ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად პოლიციის აკადემიაში კურსები უნდა გაიაროს.
შავიშვილის ადგილზე დაინიშნა სოლომონ ლომთათიძე, რომელიც ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში განყოფილების უბნის უფროსი რწმუნებულად მუშაობდა, მის ადგილს კი დაიკავებს კახა კილაძე იმ შემთხვევაში თუ ისიც პოლიციის აკადემიაში კურსებს გაივლის