საუდის არაბეთში სამეფო ოჯახის წევრი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრინც ბინ საუდა ალ-კაბირას ბრალად მამაკაცის მკვლელობა ედებოდა.
"ხელისუფლება მოწადინებულია იცავდეს წესრიგს, სტაბილიზაციას, უსაფრთხოებას და დადგენილი წესებით აღასრულებს სამართლიანობას მათ წინააღმდეგ ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის სიწმინდეს არღვევს,"_განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.