20 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგების მიწოდება გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო დროებით შეეზღუდება.
დილის 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილისა და კვანტალიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში ახმეტელის, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება ასევე შეეზღუდება გლდანის რაიონში: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში ბოგრან ხმელინცკის და ნიკო მარის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე კი შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი.
შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის,მექანიზაციის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, წერონისის, ორბეთის, ნაქალაქევის, გარეჯის, ჟღენტის, სამღერეთის, ზედამზის, მაჩხაანის, პიონერის, ცოტნე დადიანის, ხერთვისის, ქსნის და არბოს ქუჩის მაცხპოვრებლებს.
კომპანის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.