https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

წამების კომპენსაცია – ვინ და რამდენს გადაუხდის ნაწამებ პატიმრებს

20:10; 19.10.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცემა-წამებაში დაზარალებულად ცნობილ მსჯავრდებულებს ან ყოფილ მსჯავრდებულებს მიყენებული ზიანისთვის სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღება შეუძლიათ.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, როდესაც ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ერთ-ერთი მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შეთანხმების შედეგი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო მსჯავრდებულს 20 000 ლარის კომპენსაციას უხდის.

რა დაუჯდება სახელმწიფოს  წამების მსხვერპლი ყველა პატიმრისთვის კომპენსაციის გადახდა, დათვლილია თუ არა რისკები და რამდენი პატიმარი რა ოდენობის თანხას ითხოვს სახელმწიფოსგან – ამ საკითხზე იურისტების შეფასება სხვადასხვაგვარია. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ წამების მსხვერპლად აღიარების შემთხვევაში სახელმწიფომ მსჯავრდებულებს მოთხოვნის შესაბამისად, ზიანი უნდა აუნაზღაუროს; ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახელმწიფოსგან ერთიანი მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს, რითაც აღიარებენ, რომ წამება სისტემური დანაშაული იყო და ეს ადამიანები ნამდვილად მსხვერპლები არიან.

წამების კომპენსაცია

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ უპრეცედენტოა იმ თანხის მოცულობა, რომელსაც ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების სამინისტრო უხდის. თუმცა, ეს არ არის ყველა პატიმრისთვის საკომპენსაციოდ გათვალისწინებული თანხა და ყველა პატიმრის შემთხვევაში ოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვრება.

"აქ საუბარია წამების მსხვერპლებზე, იმ ადამიანებზე, რომელთაც დაზარალებულის სტატუსი სასამართლოს მიერ აქვთ მინიჭებული. სასჯელაღსრულების სამინისტრომ ამ შემთხვევაში გადაწყვიტა მორიგების და შეთანხმების გზით აეღო ვალდებულება 20 000 ლარი კომპენსაციის სახით გადაუხადოს წამების მსხვერპლ ყოფილ მსჯავრდებულს. პრეცედენტულია თანხის მოცულობა, თუმცა, ამ ადამიანს ბევრად მეტი უჯდება თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვიდრე ეს 20 ათასი ლარია. საკომპენსაციო თანხა ყველა პატიმრის შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება. შეიძლება კომპენსაცია იყოს ათასი ლარი, 30 ათასი, ნახევარი მილიონი ან მილიონი ლარი, გააჩნია ვინ რას მოითხოვს და სახელმწიფო რა ვალდებულებას აიღებს", _ ამბობს ცქიტიშვილი.

ამავე ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე, რომელიც აღნიშნული პატიმრის უფლებებს იცავდა "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მის წარმოებაში კიდევ 10-მდე საქმეა, რომელთა ნაწილის განხილვა სასამართლოში უკვე მიმდინარეობს.

"პატიმრები ორ კატეგორიად იყოფიან, ერთი, რომელთაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ მიღებული და რომელთა საქმეებიც განხილვაშია. სტატუსმინიჭებულმა პატიმრებმა, რომლებმაც მომართეს "ადამიანის უფლებათა ცენტრს" და მოითხოვეს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ყველას საქმე გადაგზავნილია სასამართლოში. ასეთი 10-მდე საქმეა. ზოგის განხილვა უკვე დაწყებულია, ზოგის განხილვას ველოდებით", _ ამბობს ლონდარიძე.

იურისტი ფიქრობს, რომ ყველა მსჯავრდებული არ უნდა გადიოდეს სასამართლო პროცესებს და სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს – აღიაროს რომ წამება სისტემური დანაშაული იყო და ეს ნორმატიული აქტით დაარეგულიროს.

"თუ იქნება ერთიანი მიდგომა და დაწესებული თანხა, რაც მათ გადაეხდებათ აღიარების ნიშნად, ესეც უკვე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. არ არის საჭირო ეს დიდი თანხები იყოს. რადგან სახელმწიფომ აღიარა, რომ იყო წინა წლებში სისტემური დანაშაულის პრობლემა, ესეც შეიძლება აღიარონ და ნორმატიული აქტით დაარეგულირონ.

პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს ის, რამდენად აქვს სახელმწიფოს ყველა ამ პატიმრისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდის საშუალება. ამ რისკის წინაშე სახელმწიფო დგას; მაგრამ მეორე მხრივ, უნდა ვიფიქროთ იმ საკითხზეც, რომ წამება დაუშვებელია და არანაირი გამონაკლისი ამ მხრივ დაშვებული არ უნდა იყოს. ეს გამონაკლისი კი ამ ადამიანების მიმართ დაშვებულია, ამიტომ აქვთ მათ უფლება მოითხოვონ იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მათ მიადგათ. ვითხოვთ ერთიანი მიდგომა იყოს ამ მსჯავრდებულების მიმართ; თუ სახელმწიფოს ყველა მათგანისთვის არ შეუძლია კომპენსაციის გადახდა ამ მოცულობის თანხებით, მსჯავრდებულებს ნებაყოფლობით აუნაზღაურდეთ თუნდაც მიზერული თანხა, მაგრამ სახელმწიფოს ჰქონდეს ეს პრობლემა გააზრებული და აღიარებული, რომ ისინი ნამდვილად გახდნენ წამების მსხვერპლები", _ ამბობს ლონდარიძე.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომლის დაცვის ქვეშაც წამების მსხვერპლი რამდენიმე პატიმარია ამბობს, რომ ერთიანი საკომპენსაციო თანხის განსაზღვრა შეუძლებელია და წამების ხარისხი და საკომპენსაციო თანხა სასამართლომ უნდა დაადგინოს.

 "გამოვდივარ უფლებადამცველის პოზიციიდან და ვამბობ, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლება, თუ ის შეილახა სახელმწიფოს მიზეზით. სახელმწიფო ასევე ვალდებულია ზიანი აანაზღაუროს. რამდენით შეაფასებს, ასიათასობით თუ ათიათასობით ამ ზიანს, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს. აქ მთავარი არ არის, რა თანხას ითხოვს საკომპენსაციოდ მსჯავრდებული, მთავარია, რას გადაწყვეტს სასამართლო. გარდა ამისა, შესაძლოა, ვიღაცისთვის 20 000 ლარი დიდი თანხაა წამებისთვის და ტანჯვისთვის, ვიღაცისთვის კი, ეს თანხა არაფერი იყოს იმ წამებასთან შედარებით, რაც მან დაწესებულებაში განიცადა. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია", _ ამბობს ადვოკატი.

ნიკოლაიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ გია გორელაშვილს საკომპენსაციო თანხად მილიონ 600 000 ლარი აქვს მოთხოვნილი. თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ჯერჯერობით უცნობია.

"პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ გია გორელაშვილს, რომლის მიმართაც სახელმწიფომ აღიარა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია,  მოთხოვნილი აქვს მილიონ 600 000 ლარი. სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი გვაქვს და პროცესის დაწყებას ველოდებით. სხდომა 29 დეკემბერს არის ჩანიშნული. ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფ ყოველ თვეზე მან 100 000 ლარი მოითხოვა. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას", _ ამობობს ნიკოლიშვილი.

ნიკოლაიშვილი ასევე ელოდება კიდევ ერთი მსჯავრდებულის, ლევან ცინდელიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასაც.

"ვიცავ მსჯავრდებულ ლევან ცინდელიანს, რომელიც  ე.წ. ციხის ბუნტის დროს სასტიკად ცემეს და აწამეს. ფაქტიურად დაინვალიდებულია, ძალიან ბევრი ოპერაციის გაკეთება დაჭირდა და დღესაც სჭირდება ოპერაციები. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და კომპენსაციისთვის 200 000 ლარს ვითხოვდით, თუმცა სასამართლომ მას 50 000 ლარის ანაზღაურება დაუკმაყოფილა და ველოდებით სასჯელაღსრულების სამინისტროს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებენ, თუ გადაუხდიან მას კომპენსაციას", _ ამბობს ნიკოლაიშვილი.

სახელმწიფოს რომ ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს საკომპენსაციო თანხების გადახდა, ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ თავისი დანაშაული ამ ადამიანების მიმართ უნდა აღიაროს და მათ თუ სოლიდურ კომპენსაციებს ვერ გადაუხდის, სხვა შეღავათები მაინც უნდა მისცეს.

"მაგალითად, ვაუჩერი, ან რაიმე სხვა ფორმით დახმარება. ასტრონომიულ თანხებს სახელმწიფო ვერ გადაიხდის, მაგრამ არც კაპიკები უნდა აკადროს წამების მსხვერპლს. უნდა დაწესდეს ზედა და ქვედა ზღვარი, რა თანხის გადახდას შეძლებს სახელმწიფო", _ აღნიშნავს ადვოკატი.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილ მსჯავრდებულთა ნაწილისთვის, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს აღიარებული აქვს, რომ ისინი წამების მსხვერპლნი იყვნენ, რაიმე სახის კომპენსაცია მიუღებელია.

ყოფილი პატიმარი, მწერალი და უფლებადამცველი ალექსანდრე ახალკაცი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვერანაირი თანხა, რომელიც სახელმწიფომ მას წამების საკომპენსაციოდ შეიძლება შესთავაზოს, მისთვის მისაღები ვერ იქნება.

"როგორ დავთანხმდე კომპენსაციის მიღებას, როცა შეუფასებელია ის წამება, რასაც ციხეში განვიცდიდი? რა უნდა გადამიხადონ ამის ასანაზღაურებლად? როგორ ავიღო ფული, როცა ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით ებრძოდნენ რეჟიმს დღეს ან ცოცხლები აღარ არიან, ან სიკვდილს ებრძვიან; ქრონიკული ტუბერკულოზი შეყარეს ამ ადამიანებს. არანაირი თანხა არ მიღირს თვალი დავხუჭო. ვიბრძოდი სამართლიანობის აღდგენისთვის და დამკვიდრებისთვის და ასე გავაგრძელებ. ჩემთვის სიმართლე და სამართლიანობაა მთავარი და არა თანხა. 5 წელიწადნახევარი დამაკარგინეს ციხეში, 300 დღეზე მეტი ვიშიმშილე არა მარტო ჩემი, სხვა  პატიმრების უფლებების დასაცავად. 7-ჯერ ვთქვი პრეზიდენტის შეწყალებაზე უარი; ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩასმაზეც. ჩემი რეაბილიტაცია სამართლიანობის აღდგენა იქნება, არა მარტო ჩემს მიმართ, ყველა სხვა დანარჩენი პატიმრის მიმართ. მე თუნდაც ბოლო ვიყო, ოღონდ ყველას შელახული უფლება აღდგეს", _ ამბობს ახალკაცი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიდგომა

რამდენ პატიმარს გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ კომპენსაცია, რამდენი განცხადების განხილვა მიმდინარეობს ამჟამად უწყებაში, ვინ და რა პრინციპით ადგენს საკომპენსაციო თანხას და ზოგადად, რა მიდგომა აქვს სამინისტროს წამების მსხვერპლი პატიმრების მიმართ, _ ამ კითხვებით "გურია ნიუსმა"  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართა.

როგორც უწყებიდან გვაცნობეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ცალსახად დადგენილია წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტი და საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (სად) ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ არიან ცნობილნი, სასჯელაღსრულების უწყება თავს იკავებს მსგავსი სახის პროცესის ხელოვნური გაჭიანურებისგან, შესაბამისად, ცდილობს სახელმწიფო რესურსების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველივე ინსტანციაში საქმე მორიგებით დაასრულოს, რომლის პრეცედენტები უკვე არსებობს.

მათივე ინფორმაციით, 2012 წლამდე სასჯელაღსრულების სისტემაში, დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაზარალებულად ცნობილ მსჯავრდებულთა  მიმართ, სამინისტროს მიერ მორიგებით 2016 წელს ორი საქმე დასრულდა  (აღნიშნული არ მოიცავს არასათანადო მკურნალობის საქმეებს) – რ.ხ.-ს შემთხვევაში, მორიგება განხორციელდა  4 000 ლარზე, ხოლო  თ.რ. – ს შემთხვევაში, თანხამ 20 000 ლარი შეადგინა.

"სამინისტრომ რ.ხ.-ს შემთხვევაში, უკვე მიმართა სასამართლოს სამოქალაქო წესით, რათა აღნიშნული თანხის ანაზღაურება დაეკისროთ პირებს, ვის მიერაც მითითებული პირის წამება განხორციელდა. ანალოგიური პროცედურები იგემება თ.რ.-ს შემთხვევაშიც სამინისტროს მხრიდან თანხის ანაზღაურების შემდეგ.  მორიგების გადაწყვეტილება რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით იქნა მიღებული. წარმოდგენილი სასამართლოს განაჩენით და საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ წლების წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თ.რ. არაერთხელ გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. პროკურატურამ იგი დაზარალებულად ცნო. მითითებული სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა დაწესებულების ყოფილი  თანამშრომლების მიმართ. განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შედეგად, თ.რ.-ს დაუმძიმდა ჯანმრთელობის  მდგომარეობა, რაც დადასტურებულია სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით. ის კვლავ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, სხვადასხვა გართულებების გამო მკურნალობის გაგრძელებას და რეაბილიტაციას. თანხის ოდენობაზე მსჯელობისას კი, გათვალისწინებულ იქნა ყველა გარემოება, ასევე, მსგავს საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა. საბოლოოდ, მხარესთან შეთანხმებით, მორიგების თანხად 20 000 ლარი განისაზღვრა. რა თქმა უნდა, ეს და ალბათ, ვერცერთი ოდენობის სხვა თანხა მკვეთრად გაუარესებულ ჯანმრთელობას და წამების შედეგად მიყენებულ ზიანს ვერ აუნაზღაურებს ამ პიროვნებას, მაგრამ ნაწილობრივ მაინც შეუწყობს ხელს განაგრძოს მკურნალობა და რეაბილიტაცია", _ აცხადებენ სამინისტროში და დასძენენ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმოებაში, 2013-2016 წლებში დაახლოებით 30 საქმეა.

"ამ საქმეებში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ პირები, რომლებმაც 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცემა–წამება–არაადამიანური მოპყრობა განიცადეს, ასევე, საუბარია არასათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევაზეც.

მორიგების შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება  სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ხდება, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დადგენილი წესით. სამინისტრო ყველა საქმესთან მიმართებაში თანხას მოითხოვს რეგრესის წესით, იმ პირებისგან ვის მიერაც განხორციელდა უკანონო ქმედებები მსჯავრდებულების/ბრალდებულების მიმართ", _ აცნობეს "გურია ნიუსს" სამინისტროდან.

სტატისტიკა

აღსანიშნავია, რომ არცერთ უწყებას, რომელიც ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე მუშაობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემი, თუ რამდენი პატიმარია წამების მსხვერპლად აღიარებული და სჭირდება დახმარება, არ აქვს.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელი ირაკლი ხელაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ დაარსების დღიდან (2012 წლის ბოლოდან) დღემდე ცენტრს ამ სტატუსის მქონე მხოლოდ ორმა ყოფილმა მსჯავრდებულმა მიმართა, რომელთაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ. ხელაძე ასეთ მცირემიმართვიანობას იმით ხსნის, რომ ყოფილ მსჯავრდებულთა ნაწილი ამ პრობლემაზე არ საუბრობს, ცენტრისთვის მიმართვა კი, ნებაყოფლობითია.

"ყოფილი პატიმრები ნებაყოფლობით მოგვმართავენ და იმის მიხედვით ვუწევთ ინდივიდუალურ მომსახურებას, რაც მათ სჭირდებათ. იქმნება სარეაბილიტაციო გეგმა, როგორც ყოფილი პატიმრისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვისაც. რესოციალიზაცია–რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობისას აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის დახმარებებს იღებენ, მათ შორის სამედიცინო დახმარებას, ფსიქო–სოციალური მომსახურებას; პროფესიული უნარების შეძენას და დასაქმების ხელშეწყობას; იურიდიულ დახმარებას. გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის შეღავათები, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა პროგრამაში მონაწილეობისას და ა.შ. რაც შეეხება კონკრეტულად წამების მსხვერპლ ყოფილ მსჯავრდებულებს, ამ სტატუსით ჩვენთან მხოლოდ ორ ადამიანს გაეწია დახმარება. ისინი გადავამისამართეთ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში (GCRT). შესაძლოა, ეს რიცხვი გაცილებით დიდი იყოს, მაგრამ ჩვენ არავის ვაძალებთ, რომ თავის პრობლემაზე ილაპარაკოს. ამ პირებმა თავად განაცხადეს რომ წამების მსხვერპლი იყვნენ. ამ ადამიანებთან განსხვავებული და განსაკუთრებული მიდგომები გვაქვს, ვცდილობთ იმაზე მეტი გავუკეთოთ, ვიდრე ჩვეულებრივ ბენეფიციარს. აქ უფრო მეტი სერვისია საჭირო, რაც ჩვენგან მიეწოდებათ კიდეც", _ აღნიშნავს ხელაძე.

სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მიერ "გურია ნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" 2012-2016 წლების (30 სექტემბრის ჩათვლით) მონაცემებით, სხვადასხვა მომსახურებით ისარგებლა 1722-მა ბენეფიციარმა;

• სამედიცინო მომსახურება მიიღო 693-მა ბენეფიციარმა;

• საგანმანათლებლო ტრენინგი გაიარა 1068-მა;

• პროფესიული გადამზადების კურსი გაიარა 217-მა;

• უცხო ენის შემსწავლელ კურსებში ჩაერთო 146;

• ფსიქოლოგიური მომსახურება მიიღო 276-მა;

• იურიდიული მომსახურებით ისარგებლა 509-მა;

• სპორტულ – გამაჯანსაღებელი აქტივობებში მონაწილეობდა 427 ბენეფიციარი;

• ცენტრის დახმარებით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა – ID ბარათი – დაუმზადდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2714 პატიმარსდა 16 ყოფილ პატიმარს;

• მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათი თბილისში დაუმზადდა 224 ბენეფიციარს;

• დასაქმდა 260 ყოფილი პატიმარი;

• ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გაიარა 30 ბენეფიციარმა;

• იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 80 ბენეფიციარის 78 ბიზნესიდეა;

წამების მსხვერპლთა საქმეების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ბოლო მონაცემების მიღებას შევეცადეთ საქართველოს მთავარი პროკურატურისგანაც, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება უწყების მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი  42 პირის მიმართ დადგა.

ამავე თემაზე:

გახმაურებულ დანაშაულთა გამოძიების სტატისტიკა

პატიმართა წამების შემთხვევების გამოძიების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ხელმიუწვდომელია- IDFI

რამდენი ყოფილი საჯარო მოხელე მისცეს პასუხისგებაში 2012-2016 წლებში

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მთავრობას ყველა ჯგუფის და ადამიანის უკან "ნაციონალური" მოძრაობა ელანდება _ ბოკერია

დედას გეფიცებით, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას მხარს არ დავუჭერ _ ნარჩემაშვილი

ყველა სიახლე

სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ცინცაძის სასამართლო პროცესი დასრულდა

22:01; 30.01.2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30.01.2026
ფინანსები

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

18:39; 30.01.2026
მთავარი

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

17:19; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:19; 30.01.2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30.01.2026
პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

16:35; 30.01.2026
სამართალი

რა ამოიღეს ჩოხატაურის მერის მოადგილის მამის სახლიდან- პროკურატურის ბრალდება ცნობილია

16:06; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30.01.2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო