ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი არ მალავს, რომ რეგულარულად დადის კოსმეტოლოგთან.
მისი საყვარელი პროცედურა ქიმიური პილინგია, რომელსაც იგი შემოდგომასა და გაზაფხულზე იკეთებს, მაგრამ, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება – ის სახლშიც რეგულარულად უვლის თავს, მაგალითად, ყოველ საღამოს იკეთებს ქუთუთოებზე რძის კომპრესებს დაღლილობის მოსახსნელად: თბილ რძეში დასველებულ ბამბის „დისკებს“ 15 წუთის განმავლობაში იდებს ქუთუთოებზე. შემდეგ ოდნავ ინამავს სახეს სველი ხელსახოცით და ბამბიანი ჩხირით ისვამს არგანის ზეთს.
რაც შეეხება კვებას, ჯენიფერი ცდილობს, მიირთვას დაბალკალორიული პროდუქტები, ერიდება საღამოს ჭამას, სვამს ბევრ წყალს და ინტენსიურად ვარჯიშობს.
„და, არ დაგავიწყდეთ: ღიმილი ძალიან გვალამაზებს“, – ურჩევს ის ქალებს.