THE TELEGRAPH-ის ინფორმაციით, კომპოზიტორმა დევიდ თეიმ სპეციალურად კატებისთვის მუსიკალური ალბომი გამოუშვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ალბომის პრეზენტაციას 15 კატა ესწრებოდა, რომელთა უმეტესობას მუსიკის მოსმენის დროს ჩაეძინათ.
"დიახ, ეს არის ეფექტი. მუსიკალური ჰანგების ჟღერადობა ამშვიდებს კატებს,"_განაცხადა კომპოზიტორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კატებისთვის საცეკვაო მუსიკა ჯერ არ შეუქმნია.
"ეს წამოწყება არის ჩემი თეორიის გამოცდა თუ რა ზეგავლენას ახდენს მუსიკა სხვა სახეობებზე. მაგალითად, კატებს მთელი ცხოვრება ადამიანების მუსიკის მოსმენა უწევთ, მაგრამ ეს მუსიკა მათთვისაა,"_ამბობს კომპოზიტორი.