თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი სატვირთო ავტომანქანიდან მილებს სცლიდა, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
როგორც "გურია ნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.