ბუნებრივია, საზოგადოებას ყველაფერი აინტერესებს მის შესახებ და ამასთანავე, გარკვეულ ვალდებულებებსაც უკვეთავს მას ხელისუფლებაში მოსვლამდე.
“გურია ნიუსი” შეხვდა ზვიად კვაჭანტირაძეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც ვრცლად მალე შემოგთავაზებთ.
განსაკუთრებით საინტერესოა მისი პასუხები აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებაში მკვეთრი პოზიციის გამო, ზვიად კვაჭანტირაძეს თურქეთში გენერალური კონსულის თანამდებობის დათმობა მოუწია.
_ მე განსაზღვრულ ვადაში ვიმუშავე კონსულად, ვადაზე ადრე არავის გავუთავისუფლებივარ. თუმცა ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას აგვისტოს ომის მიმართ, სამეგობრო წრეში ღიად ვაფიქსირებდი. ეს მივიდა ხელისუფლების ყურამდე. იმდენად ჭკვიანები კი არიან, რომ არ გეუბნებიან, რატომ აღარ უნდიხარ. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდა და მას ომში ვერ უნდა ჩავეთრიეთ, თორემ რუსეთი დიდი ხანი ემზადებოდა ამ ომისთვის.
_ ახლახან, რამაზ ნიკოლაიშვილმა ცნება “ოცნება” არარელიგიურად გამოგვიცხადა და ამის გასაგებად მღვდელთან წასვლა გვირჩია. ოცნება, იგივე ფიქრი ყველაფერ უკეთესსა და პოზიტიურზე, ნორმალური ქართველი ადამიანისთვის დაუშვებელია?
_ რის თქმა შეიძლება ამაზე? ცინიზმს აღარ აქვს საზღვარი. მე არც ვიცოდი, თუ ასეთი რაიმე ვინმემ თქვა. ვინ ლაპარაკობს ამას? ხალხი, რომელიც რვა წელია, ეკლესიასთან ბრძოლით არის დაკავებული? მართლა მაინტერესებს ეს. მე კონკრეტულად ამ ადამიანზე არ ვლაპარაკობ. თუკი ასეთი აზრი დაიბადა, ამას სხვაც გაიმეორებს. ჩემთვის ეს არის სასაცილო და არც მეგულება ადამიანი, ვისაც არ უოცნებია. შეიძლება, კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ამას ლაპარაკობს, კონკრეტულმა ადამიანებმა ოცნება აუკრძალეს. ასეთ ვარიანტს ვუშვებ. არაფერი აღარ მიკვირს, მაგრამ გულში არ ეოცნებოს, ამას ვერ დავიჯერებ.