საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდა. გადაწყვეტილება პლენუმმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
თავაძის კანდიდატურას მხარი ფარული კენჭისყრით 5 მოსამართლემ დაუჭირა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის კანდიდატებს პლენუმის 8 კაციანი შემადგენლობიდან, მინიმუმ, 5 ხმა სჭირდებოდა.
აღნიშნულ თანამდებობაზე თავაძის გარდა ირინე იმერლიშვილის კანდიდატურაც იყო დასახელებული.
ზაზა თავაძე, რომელიც პაპუაშვილის წასვლის შემდეგ თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2010 წლიდან არის.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ირინა იმერლიშვილი კი, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას ორი კვირის წინ შეუდგა.
ამავე თემაზე:
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა დასახელდა
დაუჭერს თუ არა პლენუმი მხარს ირინე იმერლიშვილის კანდიდატურას
საკონსტიტუციო სასამართლოს ჩაშლილი პლენუმი და პირველი შეფასებები