სამართლიანმა არჩევნებმა მერვე მოწვევის პარლამენტში მომუშავე მაჟორიტართა საქმიანობა შეაჯამა. ანგარიში 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციამ მაჟორიტართა საქმიანობა ციფრებში ასახა. როგორც ირკვევა, საკანონმდებლო ინიციატივა 73 მაჯორიტარიდან მხოლოდ 36-მა წარადგინა. მათ შორის პირველ ადგილზე თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი დავით ონოფრიშვილია, მეორე-მესამეზე კი, "რესპუბლიკელები" _ ვახტანგ ხმალაძე და თამარ კორძაია, რომელთაგან არც ერთი არ იქნება მეცხრე მოწვევის პარლამენტში.
ყველაზე ხშირად სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა ეკა ბესელიამ, ვახტანგ ხმალაძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა. არასაპატიო მიზეზით, სხდომებს ყველაზე ხშირად მარიკა ვერულაშვილი, ლაშა ბუცხრიკიძე და ლევან ქარდავა აცდენდნენ.
მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების სტატისტიკა ასეთია: მარიკა ვერულაშვილი -19, კახა ბუცხრიკიძე – 18, ლევან ქარდავა – 15, დავით ბეჟუაშვილი – 14, როლანდ ახალაია და ზვიად კვაჭანტიაძე- 13-13, პაატა ლეჟავა, დავით ჭავჭანიძე – 12-12, გელა სამხარაული, ლერი ხაბელოვი, ვიქტორ ჯაფარიძე 11, გუბაზ სანიკიძე 11, მურმან დუმბაძე -10, სამველ პეტროსიანი -9, გიორგი ღვინიაშვილი – 9, ანზორ ბოლქვაძე, კობა ნაყოფია, ზურაბ ჩილინგარაშვილი და ვიქტორ დილიძე -8-8, თეიმურაზ ჭკუასელი, ვალერი გელაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზვიად ძიძიგური და რევაზ შავლოხაშვილი – 7-7, თამაზ ჯაფარიძე, აკაკი ბობოხიძე, ზურაბ ზვიადაური, კახა ოქრიაშვილი, გედევან ფოფხაძე – 6-6, ზაზა კედელაშვილი, გელა გელაშვილი, ენზელ მკოიანი, გიორგი ფეიქრიშვილი, ზაქაია ქუცნაშვილი და შალვა შავგულიძე – 5-5, ზურაბ აბაშიძე, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, იაშა შერვაშიძე, ელისო ჩაფიძე, თეიმურაზ ჩხაიძე და სერგო ხაბულიანი – 4-4, დავით ონოფრიშვილი, დავით დარცმელიძე, მანანა კობახიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ვაჟა ჩიტაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი და პაატა კიკნაველიძე – 3-3, ომარ მეგრელიძე, გურამ მისაბიშვილი და ვახტანგ ლემონჯავა -2-2, ეკა ბესელია, აზერ სულეიმანობი, მირიან წიკლაური, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, თამარ კორძაია, გიორგი ქავთარაძე და ალექსანდრე ქანთარია -1, გიორგი გოზალიშვილი, ნოდარ ებანოიძე, მალხაზ ვახტანგიშვილი, ტარიელ ლონდარიძე, ზაზა პაპუაშვილი, დავით უსუფაშვილი, მალხაზ წერეთელი, როსტომ ხალვაში, ფატი ხალვაში, ვახტანგ ხმალაძე, თამარ ხიდაშელი, გიორგი კახიანი და სოსო დანელია – 0.
დეპუტატების მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი პლენარული სხდომების სიხშირის მიუხედავად, მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრებიდან ხელფასი დაექვითა მხოლოდ 5 დეპუტატს. ჯამში, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის პლენარული სხდომების გაცდენისთვის დაქვითული ხელფასის ოდენობა ასე გამოიყურება: კობა ნაყოფია – 758 ლარი, მარიკა ვერულიშვილი – 758 ლარი, თეიმურაზ ჭკუასელი – 400 ლარი, ვიქტორ ჯაფარიძე – 390 ლარი და როლანდ ახალაია – 200 ლარი.
”ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმები ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის წევრების მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ადეკვატური სანქციების გამოყენებას. ამასთანავე, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისას დეპუტატების უმრავლესობას სანქციები საერთოდ არ დაკისრებია”, _ ნათქვამია ანგარიშში.