ნოემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამი ახალი ავიაკომპანია – Turkmenistan Airlines, Pobeda და Dart დაიწყებს ოპერირებას. აღნიშნულის შესახებ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას“ გენერალურ მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა.
„ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია იწყებს რეისების შესრულებას. აქედან აღსანიშნავია Pobeda როსტოვის მიმართულებით, რადგან არის დაბალტარიფიანი. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც დაბალტარიფიანი კომპანია იწყებს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ასევე აღსანიშნავი მიმართულებაა თურქმენეთი, რადგან ახალია და დღემდე არ ყოფილა. გარდა ამ სამისა, ასევე გვაქვს მოლაპარაკებები სხვა ავიაკომპანიებთან“, _ განაცხადა თეა ზაქარაძემ.
ზაქრაძის თქმით, დეტალების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.