“დღეს, რეალურად აჭარაში არის სერიოზული პრობლემა. ხელისუფლება კი არ კარგავს აჭარას, საქართველო კარგავს! ხელისუფლება ყიდის აჭარას. აქ ჩემს აქტიურობას არჩევნებს არ ვუკავშირებ. ზოგადად, პოლიტიკოსი დილით რომ იღვიძებს ეს მაინც არჩევნებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მერწმუნეთ, რაც აქ, აჭარაში ხდება, კატასროფაა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნები. ეს გამოწვეულია კორუმპირებული ხელისუფლების სიხარბით. ფულს არიან დახარბებულები და სიხარბის გამო აირჩიეს სახელმწიფოს ღალატის გზა.
აჭარა ანტიქართული ძალების ასპარეზი გახდა, რომლებიც პროპაგანდას ეწევიან თითქოს აჭარა საქართველოს ტერიტორია კი არ არის, არამედ თურქეთის ტერიტორიაა. თითქოს თურქებს საქართველომ წაართვა და ჩვენ თითქოს ოკუპანტები ვართ. ამის პროპაგანდას ეწევიან სააგიტაციო მასალებით, ბუკლეტებით, სახელმძღვანელოებით და ა.შ. სანამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი და დავიდეს მისი უნამუსობა, ეს რომ იკადროს?”, _ აცხადებს ჯონდი ბაღათურია.