თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც კლინიკაში აცხადებენ მათთან სულ 4 ჯარისკაცი მკურნალობს, აქედან სამის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა აღმოუჩინეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.