სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
22 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი _ 10-15 მეტრი წამში სიჩქარით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ზოგან ძლიერი ქარი _ 20-25 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება; მთაში ღამით _ 3-8 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით _ 15-20 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღეს იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.
23 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 24 ოქტომბერს კი დღისით იწვიმებს. წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც.
25-26 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. აცივდება და ტემპერატურა დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს და დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება. მთასა და მაღალმთაში თოვაა მოსალოდნელი.