ზუგდიდში განმეორებით კენჭისყრაში "ქართული ოცნების" კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს.
როგორც "ქართული ოცნების" შტაბში აცხადებენ, განმუხურის 38-ე უბნის შედეგებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა 285 ხმა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 159 ხმა მიიღო.
რაც შეეხება ჯიხაშკარის ორ უბანს, ამ შემთხვევაში ედიშერ თოლორაიას მხარი 387-მა და 309 ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც ჯამში 696 ხმას შეადგენს, სანდრა რულოვს კი ერთ უბანზე ხმა 165-მა, მეორეზე კი 117-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ჯამურად 282 ხმაა.
როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, "დამაჯერებელი ლიდერობის" მიუხედავად, მოცემული შედეგებით, სამეგრელოს აღნიშნულ უბნებზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება.