ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქიმიურ ქარხანას, რომელიც მოსულის გარეუბანში მდებარეობს, ცეცხლი წაუკიდეს. აფეთქების შედეგად ასობით ადამიანი მოიწამლა. ტოქსიკური ნივთიერებება ჰაერში იმდენად დიდი კონცენტრაციით გავრცელდა, რომ მოსულთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე მყოფმა ქვედანაყოფებმა სპეციალური ნიღბები გაიკეთეს.
უკანასკნელი მონაცემებით, მოწამვლისგან 2 ადამიანი დაიღუპა.